გაფიცული მეშახტეების სამი წარმომადგენელი “საქნახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფის” გენერალურ დირექტორს, ვახტანგ ჩხეიძეს და შახტის ხემძღვანელობას შეხვდა და მთთან მოლაპარაკება გამართა.

როგორც შეხვედრაზე მყოფმა, ერთ-ერთმა მეშახტემ დავით ჯავახიძემ “ოკრიბანიუს” განუცხადა, შახტის ხელმძღვანელობიდან არის შემოთავაზება, რომ მეშახტეები სამუშაოს დაუბრუნდნენ და ადმინისტრაცია დაიწყებს მუშაობას მათი ხელფასების გაზრდის საკითხზე. მათ მიიღეს პირობა ხელმძღვანელობისგან, რომ სამშაბათიდან აუცილებლად მოხდება ხელფასების ზრდა დასაქმებულთა პროფესიული საქმიანობის შესაბამისად.
შეხვედრაზე მყოფმა მეშახტეებმა ადმინიტრაციის დანაპირები გაფიცულებს გააცნეს და მათ სამუშაოდ წასვლისკენ მოუწოდეს. მაღაროელების ნაწილი თანახმაა სამუშაოს დაუბრუნდეს, ნაწილი კი უარს აცხადებს. გაფიცული მეშახტეები გადაწყვეტილების მისაღებად თათბირობენ.
შახტის მენეჯმენტი ადასტურებს გაფიცულებსა და მათ შორის კომუნიკაციას, თუმცა კონკრეტულ საკითხებზე საუბრისგან თავს იკავებს, რადგან მოლაპარაკებები მუშა პროცესშია და არ დასრულებულა.