როგორც მეშახტეები აცხადებენ, მოხდა შეთანხმება მათსა და კომპანია “საქნახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფის” ხელმძღვანელობას შორის და ისინი შახტაში დაბრუნდნენ სამუშაოდ.

შეთანხმების დოკუმენტის თანახმად, 1-ელი მარტიდან მოხდება მათი ხელფასების 7%-ით მომატება. 1-ელი აპრილიდან 7%-იან მატებას დაემატება 3% და მათი ხელფასები მთლიანობაში 10%-ით გაიზრდება. ასევე მათ ნაწილობრივ აუნაზღაურდებათ გაცდენილი დღეები.

მეშახტეებმა გაფიცვა შეწყვიტეს და შახტებში საწარმოო პროცესი სრულად აღდგა. პირველი ცვლის მეშახტეთა ნაწილი დილის 06:00 საათიდან შახტაში სამუშაოდ ჩავიდა.
მეორე ცვლის მეშახტეები სამუშაოდ შახტაში 12:00 საათისთვის წავიდა და შახტებში საწარმო პროცესი სრულად აღდგა.