გასული წლის დეკემბრის ბოლოს ქუთაისის დავით კაკაბაძის სახელობის სახვითი ხელოვნების გალერეაში საქველმოქმედო გამოფენა გაიმართა, სახელწოდებით „ხელოვანების აქცია: ტყიბულის მეხუთე საბავშვო ბაღი“.

იდეის ავტორი და გამოფენის ორგანიზატორი ხელოვანი, ჩვენი ქალაქის მკვიდრი ლუიზა ლაფერაძე იყო. ტყიბულის მეხუთე საბავშვო ბაღის გადასარჩენად 70 მხატვარი გაერთიანდა, რომელთა ნამუშევრებიც გალერეაში გამოიფინა.
12772025_10206826053023147_7885404029779685720_oგამოფენილი ნამუშევრების ნაწილი უკვე გაიყიდა და შემოსული თანხით მეხუთე საბავშვო ბაღისათვის გარკვეული ინვენტარის შეძენა მოხდა. იქიდან გამომდინარე,რომ ბაღს საძინებელი უკვე წლებია არ გააჩნდა, პირველ რიგში ნაყიდი იქნა საწოლები, ლეიბები, საბნები, გადასაფარებლები,თეთრეული და ხალიჩები. ამიერიდან ბაღის 20 აღსაზრდელს დღის განმავლობაში ძილის შესაძლებლობა მიეცემა.
როგორც ლუიზა ლაფერაძემ აღნიშნა, ამით აქცია არ დასრულდება. მეხუთე საბავშვო ბაღისათვის მომავალში კიდევ უამრავი ინვენტარის შეძენას გეგმავს. ბაღის რეაბილიტაცია ეტაპობრივად მოხდება.

თეონა ჯანელიძე
გიორგი სულაძე