17 მარტიდან ავიაბილეთთან ერთად, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ტრანსფერის შეძენა პირდაპირ ავიაკომპანია WizzAir-ის ვებგვერდიდან და მობილური აპლიკაციის საშუალებით იქნება შესაძლებელი!

აღნიშნულ სერვისს გთავაზობთ სატრანსპორტო კომპანია Georgian Bus, ქუთაისის აეროპორტის ოფიციალური პარტნიორი, რომელიც საქართველოს ყველა ცენტრალური ქალაქიდან ასრულებს მგზავრთა გადაყვანას ჩვენი აეროპორტის მიმართულებით.

ტრანსფერის ღირებულება იქნება:

აეროპორტიდან – ქუთაისამდე, ერთი გზა – 1.5 €, ორი გზა – 2.5 €;
აეროპორტიდან – ქუთაისამდე (სახლში მიყვანის სერვისი), ერთი გზა – 4 €, ორი გზა 6.5 €;
აეროპორტიდან – ბათუმამდე, ერთი გზა – 6 €, ორი გზა – 10 €;
აეროპორტიდან – თბილისამდე, ერთი გზა – 7 €, ორი გზა – 12 €.