„ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაცი ცენტრის“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი თამარ მედულაშვილი და საქართველოში ესტონეთის ელჩი პრიიტ ტურკი დღეს ქუთაისში „ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლას“ ესტუმრნენ და სკოლის მსმენელებს შეხვდნენ. შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხები.

მოგვიანებით სტუმრები ვანს ესტუმრნენ და მოინახულებეს ვანში დაფუძნებული კოოპერატივი „ვაშლარას“ საწარმო და გაეცნენ საწარმოს მუშაობის პინციპებს.ასევე სტუმრებმა დაათვალიერეს ვანის ინფრასტრუქტურა.
დღის ბოლოს საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობაში. თამარ მედულაშვილი და პრიიტ ტურკი შეხვდნენ ვანის მუნიციპალიტეტის გამგებელს და გამგეობის თანამშრომლებს, შეხვედრისას ისაუბრეს საქართველოს ევროინტეგრაციის მიმდინარეობასა და ამ მიმართულებით ესტონეთის გამოცდილებაზე.