ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდი, თერჯოლის მოსწავლე–ახალგაზრდობის სოციალური დაცვის, მოქალაქეობრივი და ესთეტიკური აღზრდის მუნიციპალურ ცენტრთან ერთად, თერჯოლის მუნიციპალიტეტში მსოფლიო ბანკის „ახალგაზრდული ჩართულობისა და ანგარიშვალდებულების პროექტის” მცირე გრანტების კონკურსის ფარგლებში, ახორციელებს არაფორმალური განათლების პოპულარიზაციის პროექტს – „ისწავლე მეტი – დაგეგმე მომავალი”.პროექტი ხორციელდება ჩეხური არაკომერციული ორგანიზაცია „ადამიანი გაჭირვებაში PIN”-ის კოორდინირებით.

პროექტის მიზანია თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფლების 11 სამიზნე საჯარო სკოლის მე-10 კლასების მოსწავლეების ცოდნის, უნარ-ჩვევებისა და კომპეტენციების გაუმჯობესება, შემდგომში მათი კონკურენტუნარიანობის გაზრდის, შესაძლებლობების გაუმჯობესებისა და აქტიურ მოქალაქეებად ჩამოყალიბების ხელშეწყობისათვის.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია მონაწილეებისათვის ტრენინგებისა და ბანაკის მოწყობა.
წარმატებით დასრულდა პროექტის პირველი ნაწილი. თერჯოლის მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრში გაიმართა სამი ტრეინინგი შემდეგ საკითხებზე: სოციალური მედია, გარემოს დაცვა და თვითმმართველობა, ბავშვთა უფლებები. ტრენინგებში მონაწილეობა მიიღო თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფლის სკოლების 60-მა მეათეკლასელმა. ტრენინგები ჩაატარეს თერჯოლის მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრის პედაგოგებმა.
მიმდინარე წლის 26 მარტს თერჯოლის მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრში 10.00 საათიდან განხორციელდება ტრენინგების მონაწილე მოსწავლეებიდან ბანაკში წამსვლელთა შერჩევა კონკურსის გზით. პირველ ეტაპზე, მათ მიეცემათ დრო – ერთი საათი სამოტივაციო წერილის მოსამზადებლად, ისინი შეეცდებიან წერილობით ჩამოაყალიბონ, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი მათთვის არაფორმალური განათლების ბანაკში მონაწილეობის მიღება. მეორე ეტაპზე კი ისინი გაივლიან გასაუბრებას პროექტის სამუშაო ჯგუფთან. ტრენინგების მონაწილე 50 მოსწავლისაგან შეირჩევა ბანაკში წამსვლელი 36 მოსწავლე. პროექტის სამუშაო ჯგუფი გადაწყვეტილებას მიიღებს წინასწარ ჩამოყალიბებული შეფასების სქემის მიხედვით.
პროექტის განმახორციელებელი გუნდი ნებისმიერ მსურველს, დაინტერესების შემთხვევაში, თავაზობს დაესწროს კონკურსის მიმდინარეობას.
კონკურსის გზით შერჩეული 36 მოსწავლე 2 ნაკადად მონაწილეობას მიიღებს ახალგაზრდული ბანაკის 5 დღიან სასწავლო ტრენინგკურსში, რომელიც აპრილის დასაწყისში გაიმართება დაბა ბაკურიანში.
ბანაკში მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას და გაიუმჯობესებენ თავიანთ უნარ-ჩვევებს მოქალაქეობრივი და საინფორმაციო ტექნოლოგიების, თვითმმართველობის, სოციალური მედიისა და ჟურნალისტიკის, სამეწარმეო კომპეტენციებისა და ტურიზმის საკითხებზე. ტრეინინგებს გაუძღვებიან ორგანიზაციის მიერ მოწვეული ტრენერები და მშვიდობის კორპუსის მოხალისე დანიელ ვაიდერი.