საქართველოს პარლამენტის წევრები ელისო ჩაფიძე და თემურ მაისურაძე რუმინეთის დედაქალაქში საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომაში მონაწილეობდნენ. 18 აპრილს ასამბლეამ რუმინეთის პარლამენტის აღნიშნულ ორგანიზაციაში წევრობის 125 წლისთავი აღნიშნა.

ამ საზეიმო ღონისძიებასთან დაკავშირებით IPU-ს პრეზიდენტმა საბერ ჩოუდჰურმა და რუმინეთის პარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე ლასლო ბორბლიმ სიტყვით მიმართეს რუმინეთის პარლამენტს.
ქართველი დეპუტატები დაესწრნენ რუმინეთის პარლამენტის სხდომას და საზეიმო ღონისძიებებს.
საპარლამენტთაშორისო ასამბლეა ბუქარესტში ორი დღის განმავლობაში აქტიურად მსჯელობდა 2030 წლისათვის დედამიწაზე სიღარიბის შემცირებასა და მდგრად განვითარებაზე.
ruminetis parlamenti
დეპუტატებმა წარმოადგინეს ინფორმაცია რა გაკეთდა ამ კუთხით მათი პარლამენტების მიერ. IPU-ს რეგიონალურ სემინარზე კიდევ ერთხელ აღინიშნა, რა დიდი როლი აქვთ პარლამენტებს ახალი დემოკრატიის ქვეყნებში და რაოდენ მნიშვნელოვანია მათი როლის გაძლიერება.
“განსაკუთრებით მნიშვნელოვანია განათლების ხელმისაწვდომობა,როგორც სიღარიბისა და კონფლიქტების დაძლევის გზა ქვეყნებისათვის.IPU ცდილობს,იმუშაოს კაცობრიობის უკეთესი მომავლისათვის.ამის ასახვაა მისი 17 – პუნქტიანი გეგმა,რომელიც 2030 წლისათვის დედამიწაზე კონფლიქტებისა და გაჭირვების შემცირებას და მდგრად განვითარებას, გარემოს გადარჩენას ისახავს მიზნად” – აცხადებს ელისო ჩაფიძე.
საქართველოს პარლამენტის წევრის ელისო ჩაფიძის ოფიციალური ფეისბუქ გვერდის ინფორმაცია და ფოტოები.