ტყიბულის მუნიციპალიტეტის კურორტ საწირის მიმდებარედ ახალსოფლის წყალსაცავის ნაპირას მოლაშქრეები დაბანაკდნენ და 2016 წლის მოლაშქრეთა სეზონი გაიხსნა,რომელიც რამდენიმე დღე გაგრძელდება.

ფესტივლის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიებები,რომელშიც მონაწილეობას მოლაშქრეთა ეროვნული ფედერაციის წევრი კლუბები, მოყვარული მოლაშქრეები,ჯომარდოს ფედერაცია,ამერიკული ფეხბურთის ფედერაცია და სხვები მიიღებენ.მოეწყობა თემატური ბანაკები მსურველთათვის.
molashqreebi2

მოლაშქრეთა ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა ხვთისო ტურძილაძემ “ოკრიბანიუსს” განუცხადა, „საწირეში ხუთი დღით დავბანაკდით, ეს ადგილი ავირჩიეთ იმიტომ რომ, არის ცოტა მივიწყებული კურორტი და ბევრმა არიცის ამის შესახებ.საწირე არის რაჭისა და ქუთაისის დამაკავშირებელი ტურისტული ღერძის ნაწილი,აქ საჭირო იყო რაღაც პოტენციალის ათვისება და სწორედ ამიტომ ავირჩიეთ საწირე, ეს არის იდეალური ადგილი ამისთვის.
უკვე ჩამოსულია ათას ორასი კაცი და ველოდებით სამიათას მინიმუმ, შეიძლება ბევრი იყვეს უფრო.გვესტუმრებიან გარემოსდაცვის,სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრები.
ბანაკის ერთერთი მიზანი არის რომ დაინახონ თუ რაპოტენციალი აქვს შიდა ტურიზმს, კონკრეტულად ლაშქრობას, როგორ შეიძლება ამყველაფრის განვითარება და ამყველაფრის დახმარებით კონკრეტული კურორტების განვითარება. ბანაკში დღეს გაიმართება სხვადასხვა სახის ღონისძიებები:კაიაკინგი,ზიპლაინი და რაც მთავრაია საღამოს გვექნება კონცერტი,სადაც ადგილობრივები და ჩამოსული სტუმრები ისიამოვნებენ ამყველაფრით. ეს იქნება დასწყისი იმისა რომ სპორტული ტურიზმი და საერთოდ ქალაქ გარე აქტივობების ერთერთი ღერძი იქნება საწირე“.
molashqreebi3

ფესტივალის ორგანიზატორია მოლაშქრეთა ეროვნული ფედერაცია, მას მხარს უჭერს გარემოს დაცვის სამინისტრო,ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო. ორგანიზატორს დახმარება გაუწია „საწირის განვითარების ფონდ“ მა და მათი ინიციატივით იმართება ფესტივალი საწირეში.