დედამიწის საერთაშორისო დღე ტყიბულში ხატვის აქციით აღინიშნა. ტყიბულის სამხატვრო სკოლის მოსწავლეებმა ამ დღისადმი მიძღვნილი ნახატები შექმნეს.

მათ დედამიწის გადარჩენის საკუთარი ვერსია და ნააზრევი ფერადი ცარცით ასფალტზე ხატვით გადმოსცეს. აღნიშნული ღონისძიება ტყიბულში უკვე ყოველწლიურად ტარდება და იგი იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირი „სპექტრის“ ორგანიზებითა და „ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდის“ მხარდაჭერით იმართება.
დედამიწის საერთაშორისო დღე 1970 წლიდან აღინიშნება და ის მსოფლიოში ერთ-ერთი მასშტაბური გარემოსდაცვითი საზოგადოებრივი ღონისძიებაა. საქართველოში კი ამ დღეს 1990 წლიდან აღნიშნავენ. დედამიწაზე საკუთარი გარემოს გაუმჯობესების მიზნით ღონისძიებაში მონაწილე მილიონობით მოხალისეს უკვე რამდენიმე წელია ჩვენი ქალაქიც შეუერთდა.
თეონა ჯანელიძე
გიორგი სულაძე