მიმდინარე წლის აპრილში ტყიბულში ნარჩენების მართვის თანამედროვე მიდგომების შესახებ ტრენინგი გაიმართა, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირი „სპექტრის“ მიერ იყო ორგანიზებული.

ორ დღიან ტრენინგზე საუბარი იყო როგორც ნარჩენების საკანონმდებლო ბაზის შესახებ საქართველოში, ასევე მის ინტეგრირებულ მართვასა და კომპოსტირებაზე.
ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სკოლების წარმომადგენლებმა.
ტრენინგი პროექტის „ნარჩენების მართვის ხელშეწყობა ადგილობრივ დონეზე“ ფარგლებში გაიმართა. პროექტი ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება.

თეონა ჯანელიძე
გიორგი სულაძე