ჩეხური არაკომერციული ორგანიზაცია „ადამიანი გაჭირვებაში“ PIN მა ტყიბულში ახალი პროექტის „სოციალური დაცვის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობის გაძლიერება სტრატეგიულ დიალოგში საქართველოში“ პრეზენტაცია გამართა.

პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის და ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ და მისი მიზანია თანამშრომლობის გაღრმავება და გაძლიერება საჯარო და სამოქალაქო სექტორს შორის, ერთობლივი ორგანოს – მრჩეველთა საბჭოს ჩამოყალიბება, სოციალური ჩართულობის საკითხზე ორწლიანი სტრატეგიის შემუშავება და ოთხ მუნიციპალიტეტში არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად PIN-ის სოციალური ინტეგრაციის მოდელის დანერგვა. შესაძლებლობების ამაღლებაზე მიმართული ტრენინგები და ერთობლივი აქტივობები ხელს შეუწყობს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საჯარო ინსტიტუტების თანამშრომლობას და გაზრდის სოციალური ჩართულობის მოდელის ეფექტურობას როგორც ეროვნულ, ასევე ადგილობრივ დონეზე.
აღნიშნული პროექტის პრეზენტაცია და მრჩეველთა საბჭოს წარდგენა მოხდა 5 მაისს ტყიბულში საზოგადოების წინაშე. რომელსაც ჩეხური არაკომერციული ორგანიზაცია „ადამიანი გაჭირვებაში PIN“-ის საქართველოს და სომხეთის მისიის დირექტორი ლორიან გონი ესწრებოდა. ასევე, გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი PIN-ის საქართველოს წარმომადგენლობასა და ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობას შორის. მრჩველთა საბჭოში გაერთიანდნენ: ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებლი, გამგებლის პირველი მოადგილე, საკრებულოს წევრები, სოციალური სამსახურის ხელმძღვანელი, სოციალური სერვისების მიმწოდებელი ორგანიზაციები, სოციალური მომსახურების სააგენტოს და მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლები. ტყიბულში პროექტის პარტნიორია, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია „ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდი TDDF „.
პროექტი ხორციელდება საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან თანამშრომლობით, საქართველოს სამ რეგიონში: იმერეთში, სამეგრელოში და შიდა ქართლში. ტყიბულის, ხონის, ზუგდიდის და გორის მუნიციპალიტეტებში.
თეონა ჯანელიძე
გიორგი სულაძე