გინდა გახდე შენი თემის ღირსეული წარმომადგენელი? მაშინ ეს სტაჟირება შენთვისაა!

არასამთავრობო ორგანიზაცია „ნაბიჯი წარმატებისკენ“ აცხადებს 6 თვიან სტაჟირებას რეგიონებში მცხოვრები 14-18 წლამდე ახალგაზრდებისთვის. შერჩეული კანდიდატები გაივლიან უფასო ტრენინგებს, სადაც საშუალება ექნებათ გაიუმჯობესონ პიროვნული და პროფესიული უნარ-ჩვევები. ტრენინგების შემდეგ, მათ დაევალებათ საკუთარ თემში განახორციელონ მოხალისეობრივი პროექტები, ორგანიზაციის მიერ გამოყოფილი შიდა გრანტების ფარგლებში. აუცილებელი მოთხოვნაა განხორციელებული პროექტების ანგარიშის წარდგენა ორგანიზაციისთვის.
მოთხოვნები:
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
პროექტების ორგანიზების გამოცდილება
დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი
გუნდური და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
ჩვენ გთავაზობთ:
სამუშაო გამოცდილებას
უფასო ბანაკს შერჩეული წარმომადგენლებისთვის
სერთიფიკატს
რეკომენდაციას
ინოვაციურ პროექტებს
შიდა გრანტებს
განცხადების შესატანად გთხოვთ შეავსოთ აპლიკაცია ბმულზე:https://www.surveymonkey.com/r/8W63HRJ
აპლიკაციის შევსების ბოლო ვადაა: 23 ივნისი, 2016
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
T: +995 557 03 05 07
Email: steptowardsuccess@hotmail.com
Facebook: https://www.facebook.com/steptowardsuccess/