შოთა რუსთაველის წელიწადისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა ტყიბულის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ლიტერატურულ კაფეში,სადაც „მზიანი ღამის“ კლუბის წევრებმა წარმოადგინეს ლიტერატურული კომპოზიცია.

ღონისძიებაზე მოწვეული იყო პედაგოგი სოფელ ორპირიდან ანრო ცირეკიძე, რომელიც არის “ვეფხისტყაოსნის” ზეპირად მცოდნე და მრავალი კონკურსის გამარჯვებული,ღონისძიებაზე მის მიერ წაკითხული იქნა ნაწყვეტები პოემიდან. ღონისძიებაზე ასევე მოწვეული იყო სოფელ ორპირიდან ქალბატონი ნათელა ლანჩავა მუღლესთან ერთად,მან ოთხმოცდაათიან წლებში 58 წლის ასაკში ზეპირად შეისწავლა „ვეფხისტყაოსანი“.
საღამოს ესწრებოდა ტყიბულელი ქალბატონი ლამარა ბერიანიძე, რომელმაც „ვეფხისტყაოსანი“გადაწერა და აქვს საკუთარი ხელნაწერი წიგნი,რომლის ნახვის საშუალებაც ქონდა ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას.
სტუმრებს შორის იყვნენ ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებელი რობიზონ გვენეტაძე,ადგილობრივი ხელისუფლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები.
საღამო გაიმართა ლიტერატურული კაფის ხელმძღვნალების თენგიზ გაგოშიძის და დიანა ტურძილაძის სცენარით,რომელიც ლამაზად წარმოადგინეს ტყიბულელმა მოსწავლეებმა.