ტყიბულში სოფელ ძიროვნის მიმდებარედ ნაქერალას მთის მწვერვალზე, ზღვის დონიდან 1600 მეტრზე, წმინდა გიორგის სახელობის სალოცავზე ყოველი წლის მაისის ძველი სტილით ბოლო შაბათს „ცხრაჯვარობას“აღნიშნავენ.

სალოცავი ლეგენდის თანახმად სოფრომაძეების გვარს უკავშირდება.
ეს ადგილი იშვიათი სილამაზითა და უნიკალური მდებარეობით გამოირჩევა,სადაც „ცხრაჯვარობის“ დღესასწაულზე საქართველოს ყველა კუთხიდან ჩამოდიან მორწმუნეები, წმინდა სალოცავს შესაწირს სწირავენ და შემწეობას სთხოვენ.
მლოცველთა რაოდენობა წელსაც ბევრი იყო სალოცავზე,როგორც ადგილობრივები ასევე საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსულები.
მლოცველები აქ არამარტო “ცხარჯვარობის“ დღესასწაულზე არამედ წელიწადის ნებისმიერ დროს მოდიან სალოცავად,გარდა ზამთრის სეზონისა,რადგანაც დიდი თოვლის დროს სალოცავთან მისვლა შეუძლებელია რთული რელიეფის გამო.