შაორის ტბაში ორი ახალგაზრდა მამაკაცი დაიხრჩო. როგორც ამბობენ, უბედური შემთხვევა დღეს დილით მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო და გადაუდებელ სიტუაციათა მართვის სამსახურის ინფორმაციით, გარდაცვლილები არიან 18 და 19 წლის ახალგაზრდები, რომლებიც სავარაუდოდ, თევზაობდნენ.

მათივე ცნობით, ადგილობრივმა მაშველებმა შაორის ტბიდან დაღუპულთა ცხედრები ამოიყვანეს.