ტყიბულის მაყვალა ქასრაშვილის სახელობის ხელოვნების სკოლის ყოფილი დირექტორის მაია კუზნეცოვას ინფორმაციით, გუშინ მისი გათავისუფლების შემდეგ დღეს სამსახურიდან მისი ქმარი კახაბერ გაბელაშვილი გაათავისუფლეს

ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე,რომელიც ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის კომუნალურ სამსახურში მუშად იყო დასაქმებული.
კუზნეცოვა აცხადებს რომ მისი ქმრის სამსახურიდან გათავისუფლება უშუალოდ ტყიბულის გამგებლის რობიზონ გვენეტაძის დავალებით მოხდა-„მაქვს ინფორმაცია რომ გამგებელმა დაურეკა კომუნალური სამსახურის უფროსს და უბრძანა ჩემი ქმრის სამსახურიდან გათავისუფლება“ განუცხადა კუზნეცოვამ „ოკრიბანის“.