საერთაშორისო ოლიმპიურ დღესთან დაკავშირებით, ტყიბულში მასობრივი მძლეოსნური გარბენი გაიმართა.

ოლიმპიური გარბენში თითქმის ყველა ასაკის მსურველი იღებდა მონაწილეობას.სპორტული ღონისძიების მონაწილეებმა ,,სპორტული ცენტრიდან” სასტუმრო ,,ტყიბულის“ მიმდებარე ტერიტორიამდე არსებული მონაკვეთი გაირბინეს.
ფინიშის ხაზი პირველმა პაატა ქურციკიძემ გადაკვეთა. მარათონის გამარჯვებულებსა და მონაწილეებს გადაეცათ სიგელები და სიმბოლური საჩუქრები.
მძლეოსნური გარბენი გაიმართა, ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით.
(ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ოფიციალური ფეისბუქ გვერდის ინფორმაცია)