არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველომ“ მიმდინარე კვირაში გამოაქვეყნა ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლვის შედეგი,რომლის მიხედვითაც საქართველოს 27 მუნიციპალიტეტში შრომის ანაზღაურების თანხები მეტია კანონით გათვალისწინებულ ოდენობასთან,მათ შორის არის ტყიბულის მუნიციპალიტეტიც.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობა განცხადებას გამგეობის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს,სადაც არეთანხმება კვლევის შედეგებს,რასაც უცვლელად გთავაზობთ:
„არასამთავრობო ორგანიზაციის ,,საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო-“ს მიერ 2016 წლის 21 ივნისს გამოქვეყნებულ კვლევას, სადაც მითითებულია, რომ ტყიბულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შრომის ანაზღაურება შეადგენს 25,28%–ს მუნიციპალიტეტი არ ეთანხმება.
ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს აპარატის საჯარო მომსახურეთა შრომის ანაზღაურება (საკრებულოს თანამდებობის პირების გამოკლებით) რეალურად 21,0%–ს შეადგენს.
აღნიშნულ ორგანოს ჩატარებულ კვლევაში ,,გამგეობის/მერიის და საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურება’’–ში ჩათვლილი აქვს საკრებულოს თანამდებობის პირების (საკრებულოს თავმჯდომარე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, კომისიების თავმჯდომარეები, ფრაქციების თავმჯდომარეები) შრომის ანაზღაურება, რაც არასწორია, ვინაიდან საკრებულოს თანამდებობის პირები 156–ე მუხლის მე–3 ქვეპუნქტში არ არის მოხსენიებული. – ნათქვამია ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის განცხადებაში.