წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს ტყიბულის მუნიციპალიტეტში კოალიცია “ქართული ოცნება”. 11 ივნისს საქართველოს პარლამენტის წევრი, ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი ელისო ჩაფიძე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში საწირეში იმყოფებოდა. შეხვედრაზე მან სოფლის მოსახლეობას “ქართული ოცნების” მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატი რობიზონ გვენეტაძე და საწირის თემის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თემურ ცქიფურიშვილი წარუდგინა. დეპუტატმა და კანდიდატებმა მოსახლეობასთან მომავალ გეგმებსა და განსახორციელებელ პროექტებზე ისაუბრეს, მათი პრობლემები მოისმინეს და საწირლებს “ქართული ოცნების” კანდიდატების მხარდაჭერისკენ მოუწოდეს.
ამავე დღეს წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებშივე შეხვედრა გაიმართა ქალაქ ტყიბულში კოსტავას ქუჩის მცხოვრებლებთან. მაჟორიტარმა დეპუტატმა აღნიშნული ქუჩის მობინადრეებს “ქართული ოცნების” მუნიციპალიტეტის გამგებლობისა და ქალაქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თამაზ კუბლაშვილი გააცნო. ისინი ასევე კოსტავას ქუჩის მაცხოვრებლების პრობლემებით დაინტერესდნენ.

თეონა ჯანელიძე

http://www.youtube.com/watch?v=FI2A9w9hwIQ

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *