მიმდინარე წლის 15 ივნისს ჩეხური არაკომერციული ორგანიზაცია PIN-ის სოციალური პროექტის ფარგლებში სოციალური მომსახურების ხელმისაწვდომობისა და საჭიროებების კვლევის მორიგი ეტაპი გაიმართა.

ამ ეტაპზე კვლევის ფოკუსჯგუფს ტყიბულის მუნიციპალიტეტის მრჩეველთა საბჭოს წევრები წარმოადგენდნენ. საბჭოს სხდომას მუნიციპალიტეტის გამგებელი და გამგებლის მოადგილეები, არასამთავრობო ორგანიზაცია „ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდის TDDF“-ის წარმომადგენლები და საბჭოს სხვა წევრები ესწრებოდნენ.
შეხვედრის მიზანი იყო სოციალურად მოწყვლადი ჯგუფების მიერ იდენტიფიცირებულ საჭიროებებზე დაყრდნობით, სოციალური მომსახურების ხელმისაწვდომობის სიტუაციური ანალიზის განხორციელება. შეხვედრა საინტერესოდ და მონაწილეების აქტიური ჩართულობით წარიმართა.
საბჭოს წევრებმა აღნიშნეს, რომ კვლევის შედეგები მნიშვნელოვნად დაეხმარება მრჩეველთა საბჭოს წევრებს ბენეფიციართა საჭიროებების გათვალისწინებით შეიქმნან პრობლემის ერთიანი და სისტემური ხედვა. კვლევას ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი“.
კვლევის შედეგად გამოკვეთილ საჭიროებებზე დაყრდნობით ტყიბულის მუნიციპალიტეტის მრჩეველთა საბჭო ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად სოციალურ საკითხებზე ტყიბულის მუნიციპალიტეტის 2017-2018 წლების სტრატეგიაზე დაიწყებს მუშაობას. საბჭოს წევრების აზრით, აღნიშნული სტრატეგია დაეხმარებათ სოციალური სერვისები მოქსიმალურად იყოს მორგებული ბენეფიციართა საჭიროებებზე და მკვეთრად გაიზარდოს მათი ეფექტურობის ხარისხი.