საქართველოს პარლამენტის წევრის, ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატის ელისო ჩაფიძის ოფიციალური ფეისბუქ გვერდის ინფორმაციით, ტყიბულის მუნიციპალიტეტში მოსახლეობისათვის სამედიცინო აქცია ჩატარდება.

„1 – 2 – 3 ივლისს ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროსა და კორპორაცია ევექსის ექიმების გუნდის ინიციატივით ჩატარდება სამედიცინო აქცია.
მოსახლეობას უფასოდ მოემსახურებიან: ნევროლოგი, კარდიოლოგი, ანგიოლოგი, ორთოპედ-ტრამვატოლოგი, ნეიროქირურგი, ოკულისტი, ენდოკრინოლოგი, გინეკოლოგი, ონკოლოგი და ექოსკოპისტი.
✔ 1 ივლისი – სოფელი ორპირში და მისი მიმდებარე თემის სოფლები, 11:00სთ
✔ 2 ივლისი – სოფელ მუხურა, 11:00სთ
✔ 3 ივლისი – ტყიბულის სამედიცინო მომსახურეობის ცენტრი, 11:00სთ
მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო განსაკუთრებულ მადლობას უხდის კორპორაცია ევექსის ტყიბულის ფილიალის დირექტორს, ბატონ იური ელიაშვილს“, ნათქვამია განცხადებაში.