საქართველოს შრომის, ჯამრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2016 წლის 1 ივლისიდან იზრდება ასაკობრივი პენსია და ხდება 180 ლარი.

ასაკით პენსიის ზრდის შესაბამისად იზრდება სახელმწიფო კომპენსაციის მიმღებთა თანხის ოდენობა.
1 ივლისიდან ასევე 180 ლარამდე იზრდება მკვეთრად გამოხატული შშმ და 18 წლამდე ასაკის შშმ პირებისათვის სოციალური პაკეტი.
გაზრდილი პენსიით, კომპენსაციითა და სოციალური პაკეტით სულ 763 043 პირი ისარგებლებს.