20 ივლისიდან, ტყიბულის მუნიციპალიტეტში სტრატს აიღებს შეჯიბრება მინი ფეხბურთში. ტურნირში მონაწილეობის მიიღება მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ნებისმიერ მსურველს შეუძლია 18 წლის ასაკიდან.

შეჯიბრების მიზანია ხელი შეუწყოს მინი ფეხბურთის პოპულარიზაციას და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას.
მინი-ფეხბურთში საქალაქო პირველობა ოლიმპიური სისტემით ჩატარდება. საპრიზო ადგილებზე გასულ გუნდებს გამგეობის მიერ ფულადი პრიზები გადაეცემათ.
ტურნირში მონაწილე გუნდებმა განაცხადები უნდა წარმოადგინონ ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურში 2016 წლის 19 ივლისამდე;
განაცხადში ნებადართულია არაუმეტეს 10 ფეხბურთელისა და ერთი წარმომადგენლის შეყვანა;
განაცხადს თან უნდა ერთვოდეს მოთამაშეთა პირადობის ასლები;
19 ივლისს დღის 12:00 საათზე ჩატარდება კენჭისყრა, სადაც მონაწილე გუნდების წარმომადგენელთა დასწრება სავალდებულოა;
შეჯიბრებაზე არ დაიშვებიან მოქმედი ფეხბურთელები.
შეჯიბრება გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ინიციატივითა და ორგანიზებით იმართება. ორგანიზაციულ საკითხებში, ასევე აქტიურად არის ჩართული ტყიბულის ახალგაზრდდული საკრებულო და იმერეთის ახალგაზრდული ასოციაცია.
საკონტაქტო პირი: ალეკო ბიბილაშვილი, ტელ. 591 19 39 45
ელ. ფოსტა: ale.bibilashvili@gmail.com
განცხადებას ტყიბულში მინიფეხბუთის დაწყებასთან დაკავშირებით,ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ოფიციალური ფეისბუქ გვერდი ავრცელებს.