განათლების და მეცნიერების მინისტრის მრჩეველმა ახალგაზრდულ საკითხებში,ოთარ აბესაძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ აბესაძე სოციალურ ქსელში წერს.

“ესეც ასე. ყველაფერს აქვს თავისი დასაწყისი და ლოგიკური დასასრული. 3 წელი და 6 თვე გავატარე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში.
მიხარია და ამაყი ვარ იმით, რომ ვიყავი ჩართული და ვარ ავტორი ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმების. უფასო სასკოლო სახელმძღვანელოების პროექტი, 21 უფასო სპეციალობის პროექტი, დოქტორანტურის დაფინანსება, რომელიც პრაქტიკულად შვილობილია ჩემი, მოსახლეობის საყოველთაო აღწერის პროცესში სტუდენტების დასაქმება, სხვადასხვა სტუდენტური პროექტები, კონცერტები და ა.შ.
მიხარია ის, რომ არასოდეს არ ყოფილა ჩემთან კომუნიკაცია პრობლემა. ყოველთვის ღია იყო ჩემი ოთახის კარი ნებისმიერი ადამიანისათვის. არ სჭირდებოდა ჩემთან შეხვედრას არც საშვის დაშვება და არც არანაირი ბიუროკრატიული მექანიზმები. მიხარია ის, რომ მქონდა საშუალება ძალიან ბევრ ადამიანს დავხმარებოდი. ბევრ აბსოლუტურად უცნობს უბრალოდ სოციალურ ქსელში მოწერით ყოველგვარი შეხვედრის და სხვადასხვა კომუნიკაციის გარეშე.
მიხარია ის, რომ როგორიც წარმომედგინა საჯარო მოხელე, 21-ე საუკუნის პოლიტიკოსი, აბსოლუტურად ყველასათვის გახსნილი და თანამედროვე, ვცდილობდი და ვმუშაობდი საკუთარ თავზე, რომ ვყოფილიყავი ესეთი.
ვცდილობდი ქვეყნისათვის და ხალხისათვის ბევრი სიკეთე მეკეთებინა. ეს როგორ გამომივიდა ამას ჩემზე ბევრად უკეთ თქვენ შეაფასებთ.
მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ჩემს ყველა თანამშრომელს, სტუდენტებს, ორგანიზაციებს, ევროპელ და ამერიკელ კოლეგებს, ჩემს ოჯახს. მე ყოველთვის ვგრძნობდი მათ დიდ მხარდაჭერას.
ეხლა კი დროა ახალი გამოწვევების, ახალი ენერგიის და ახალი ემოციის.Georgian Dream !!!”, _ წერს საკუთარი “ფეისბუქის’ გვერდზე ოთარ აბესაძე.