დღეს ტყიბულში საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და ენერგეტიკის მინისტრი ვიცე პრემიერი კახი კალაძე იმყოფებოდა.

პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა ტყიბულელ ამომრჩეველს,“ტყიბულისა და თერჯოლის საარჩევნო ოლქში“ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ელგუჯა გოცირიძე წარუდგინა.პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ელგუჯა გოცირიძე ისეთივე წარმატებული პოლიტიკოსი იქნება, როგორიც ექიმია.
მაჟორიტარი კანდიდატის წარდგენა ტყიბულელებისათვის ქალაქის ცენტრში, ქართული ოცნების ოფისთან გაიმართა.
კანდიდატის წარდგენას ადგილობრივი მოსახლეობა, საქართველსოს პარლამენტის წევრი ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი ელისო ჩაფიძე,იმერეთის მხარის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებელი რობიზონ გვენეტაძე, საკრებულოს თავჯდომარე თამაზ კუბლაშვილი და მათი მოადგილეები,ასევე ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები,გამგეობის სამსახურის უფროსები და თანამშრომლები ესწრებოდნენ.