ტყიბულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში პროექტის „ნარჩენების მართვის ხელშეწყობა ადგილობრივ დონეზე“ შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა.

პროექტის ფარგლებში ტყიბულში პლასტმასისა და ქაღალდის ნარჩენების დახარისხებული შეგროვების პროცესი წარმატებით მიმდინარეობს. ქალაქში პლასტმასის ნარჩენების შესაგროვებლად 4 კონტეინერია განთავსებული, ხოლო მაკულატურის შესაგროვებელი კონტეინერების განთავსება კი საპილოტედ შერჩეულ ტყიბულის პირველ და მეექვსე საჯარო სკოლებში მოხდა, მაკულატურის კონტეინერები ასევე დაიდგა ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციულ შენობაში.
პროექტის განხორციელება ტყიბულის მუნიციპალიტეტში 11 თვის მანძილზე მიმდინარეობდა და მას აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირი „სპექტრი“, “ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდიTDDF” და “ქვემო ქართლის საზოგადოებრივი საინფორმაციო ცენტრი ახორციელებდნენ”.
შემაჯამებელ შეხვედრაზე პროექტში ჩართულმა მხარეებმა მიმოიხილეს პროექტის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებები, მადლობა გადაუხადეს პროექტის ხელმძღვანელ ორგანიზაციას – იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირ „სპექტრს“, ადგილობრივ თვითმმართველობას და ტყიბულის მუნიციპალიტეტის კომუნალურ სამსახურს, აქტიური ჩართულობისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის.
ღონისძიებას “სპექტრის“ წარმომადგენლები, მუნიციპალიტეტის გამგებელი, გამგებლის მოადგილეები და პროექტით დაინტერესებული მხარეები ესწრებოდნენ.
დღის ბოლოს ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდის ოფისში ახალგაზრდული საბჭოს წევრებთან და საბჭოს ჯგუფთან „სპექტრის“ წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს ნარჩენების მართვის საკითხებზე.
პროექტი „ნარჩენების მართვის ხელშეწყობა ადგილობრივ დონეზე“ ხორციელდება საქართველოში აშშ საელჩოს ფინანსური მხადრაჭერით.

13820429_1245156612163160_1355820280_n

თეონა ჯანელიძე
გიორგი სულაძე