”მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის”, ”გირჩი”, ”ახალი მემარჯვენეები” და ”ახალი საქართველო” ერთ საარჩევნო პლატფორმაში გაერთიანდა, – ამის შესახებ პაატა ბურჭულაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, დღეს შეიქმნა ახალი პოლიტიკური პლატფორმა, რომლის სახელწოდებაა ”პაატა ბურჭულაძე – მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის”. მან, პლატფორმაში შემავალ პოლიტიკურ ძალებს გაერთიანებისთვის მადლობა გადაუხადა.
”ისინი შემოგვიერთდნენ ზუსტად მაშინ, როდესაც ჩვენზე იყო ძალიან დიდი ზეწოლა და პოლიტიკური წნეხი. დღეიდან ეს ბატონიშვილები ჩვენთან ერთად გაინაწილებენ ამ წნეხს”, – განაცხადა ბურჭულაძემ.
არჩევნებში ერთად მონაწილეობის საკითხზე დღეს აღნიშნულ პოლიტიკურ ძალებს შორის კონსულტაციები გაიმართა.