გარემოს დაცვის მსოფლიო დღე წელს 5 ივნისს მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც მასშტაბურად სხვადასხვა სახის ღონისძიებებით აღინიშნება. ტყიბულში გარემოს დაცვის მსოფლიო დღის აღნიშვნა ქალაქის ცენტრში ბუნებაზე და გარემოსდაცვით თემებზე ხატვით დაიწყო.

მასში მონაწილეობა ტყიბულის სამხატვრო სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს. მათ ამ დღეს აკვარელით შესრულებული არაერთი ნამუშევარი მიუძღვნეს. ღონისძიების ორგანიზატორები ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდი და იმირეთის მხარის მეცნიერთა კავშირი “სპექტრი” იყვნენ.
5 ივნისი გარემოს დაცვის დღედ 1972 წლის 15 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ანსამბლეამ გამოაცხადა. გარემოს დაცვის მსოფლიო დღის აღნიშვნა გარემოს შენარჩუნებისა და გაუმჯობესებისათვის ბრძოლაში საზოგადოების აქტიურ ჩაბმას ისახავს მიზნად.

თეონა ჯანელიძე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *