საქართველოს კულტურის სამინისტროს პროექტის-,,ცოცხალი წიგნების” ფარგლებში 13 სექტემბერს ტყიბულში სტუმრად იმყოფებოდნენ პროექტის ავტორი ქეთევან დუმბაძე და 9 ქართველი მწერალი.

შეხვედრას მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში ლიტერატურულმა კაფემ უმასპინძლა. ,,მზიანი ღამის” კლუბის წევრ ტყიბულელ ბავშვებთან ერთად ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ სპეციალურად მოწვეული თერჯოლელი თანატოლები. სტუმრებმა წარმოადგინეს თავიანთი შემოქმედება,რის შემდეგაც საკუთარი ლექსები წაიკითხა ,,ვეფხისტყაოსნის” ზეპირადმცოდნეთა მრავალგზის გამარჯვებულმა, ტყიბულელმა პედაგოგმა,ანრო ცირეკიძემ. შეხვედრამ,რომელსაც ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ,უაღრესად თბილ ატმოსფეროში ჩაიარა