თერჯოლა – ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან ოთარ კახიძე, დღეს 15 სექტემბერს 21 საათზე პირდაპირ ჩართვას გეგმავს „Facebook“-ის საშუალებით,

სადაც ნებისმიერ მსურველს საშუალება ექნება მიწეროს ან დაუსვას კითხვა კანდიდატს ფეისბუქის ამგვერდზე – ოთარ კახიძე / Otar Kakhidze.

ამის შესახებ ინფორმაცია ოთარ კახიძემ რამდენიმე საათის წინ ოფიცილურ ფეისბუქგვერდზე გაავრცელა.
„მოგესალმებით მეგობრებო,
15 სექტემბერს, 21:00 საათზე პირდაპირი ჩართვა მექნება Facebook-ის მეშვეობით, სადაც თქვენ კითხვებს გავცემ პასუხს. მომწერეთ კითხვები პირადში ან დააკომენტარეთ ამ სტატუსზე. კითხვის დასმა ასევე შესაძლებელი იქნება ლაივში.
გელოდებით 21:00 საათზე“ აცხადებს მაჟორიტარობის კანდიდატი ოთარ კახიძე.