დღეს ნინო ბურჯანაძე ტყიბულში და თერჯოლაში საკუთარ ამომრჩეველს შეხვდა, მათ სამომავლო გეგმებზე და პარტიის საარჩევნო პროგრამაზე ესაუბრა.

ასევე ბურჯანაძემ ორივე მუნიციპალიტეტის ამომრჩეველს „ნინო ბურჯანაძე-დემოკრატიული მოძრაობიდან“ ტყიბულისა და თერჯოლის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იურისტი ლაშა კლდიაშვილი წარუდგინა. როგორც ბურჯანაძემ განაცხადა კლდიაშვილი მისი ერთერთი საუკეთესო სტუდენტი იყო.
ასევე დღეს ნინო ბურჯანაძე რაჭაში, ამბროლაურში საკუთარ ამომრჩეველს შეხვდა.მათი პრობლემები მოისმინა და პარტიის საარჩევნო პროგრამაზე ესაუბრა. როგორც ბურჯანაძის საარჩევნო შატაბის წარმომადგენელმა განგვიცხადა,საარჩევნო ბლოკ “ნინო ბურჯანაძე-დემოკრატიულ მოძრაობას“ ამბროლაურში მაჟორიტარობის კანდიდატი არჰყავს, იქ მხოლოდ ამომრჩევლებთან შესახვედრად ჩავიდა პარტიის ლიდერი ნინო ბურჯანაძე“.