გავრცელებული ინფორმაციით ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის ერთერთი კაბინეტიდან კომპიუტერი(ლეპტოპი)მოიპარეს,

რომელშიც სავარაუდოდ საფინანსო სამსახურის სამუშაო დოკუმენტაცია ინახებოდა.
ქურდობის ფაქტს ტყიბულის გამგეობაში ადასტურებენ და აცხადებენ რომ აღნიშნული ფაქტის შესახებ მათ სამართალდამცავ ორგანოებს მიმართეს.

ქურდობის ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროშიც ადასტურებენ, პრესცენტრის ინფორმაციით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177 მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულიხმობს და ტარდება აქტიური საგამოძიებო მოქმედებები.