15 ივნის მთელი ქვეყანის მასშტაბით თვითმართველობის არჩევნები გაიმართება. არჩევნებზე თვითმართველი ქალაქები და მუნიციპალიტეტები მერებს, გამგებლებს და საკრებულოში შემავალ მაჟორიტარ დეპუტატებს აირჩევს.

არჩევნებამდე უკვე რამდენიმე დღეა დარჩენილი და შესაბამისად წინასაარჩევნო სამზადისი დასკვნით ეტაპზე გადადის. ტყიბულში პარტიების შტაბები და კანდიდატები აქტიურად ემზადებიან და პოტენციურ ამომრჩეველებთან შეხვედრებს მართავენ.

არჩევნებზე ტყიბულში მუნიციპალიტეტის გამგებლობისათვის სამი კანდიდატი იბრძოლებს. კოალიცია ,,ქართული ოცნებიდან” რობიზონ გვენეტაძე, ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” ლევან დოხნაძე, ,,ნინო ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიციიდან” კი თენგიზ ჭიქაბერიძე.

კანდიდატების საარჩევნო პროგრამა ერთმანეთისგან ბევრად არ განსხვავდება და ისინი ამომრჩეველს მნიშვნელოვანი პრობლემის მოგვარებას ჰპირდებიან.

ელისო ჭანტურიძე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *