N57-ე ტყიბულის საარჩევნო ოლქში,8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მისაცემად 37 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი, მათ შორის 14 ქალაქში და 23 სოფლებში.

საარჩევნოდ მუნიციპალიტეტის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა ერთიან სიაში 22573 შეადგენდა,ხოლო ხმის მისაცემად საარჩევნო უბნებზე 12681 ამომრჩეველი მივიდა და საკუთარი არჩევანი გააკეთა.

არჩევნები ტყიბულში მშვიდ ვითარებაში ჩატარდა, საარჩევნო პროცესის დროს და არც შემდეგ ტყიბულის საოლქო საარჩევნო კომისიაში რაიმე სახის დარღვევაზე საჩივარი არშესულა.

ამომრჩევლებს საშუალება ქონდათ თავისუფლად გაეკეთებინათ საკუთარი არჩევანი, ხმა მიეცათ თავიანთი სასურველი პოლიტიკური პარტიისთვის და თერჯოლა-ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატისათვის.

არჩევნების მიმდინარეობას თითქმის ყველა საარჩევნო უბანზე,სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები აკვირდებოდნენ.