ტყიბულის მუნიციპალიტეტის თეატრში დღეს ჟან ანოეს პიესა “ანტიგონე“ს პრემიერა გაიმართა.

სპექტაკლში ტყიბულის თეატრის მოყვარული მსახიობები – ნათია ხაბურძანია,ხატია ჭელიშვილი,სანდრო ბუცხრიკიძე,გიორგი აშოთია და ლაშა მესხორაძე მონაწილეობენ, ერთერთ მთავარ როლს ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრიდან მოწვეული მსახიობი დავით გაჩეჩილაძე ასრულებს.
სპექტაკლი ახალგაზრდა რეჟისორმა საქართველოს კინოსა და თეატრის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულმა ლევან ბიბილეიშვილმა დადგა.როგორც რეჟისორმა გვითხრა – მას ათწლიანი სარეჟისორო გამოცდილება აქვს და მისი სპექტაკლები დღესაც არის რეგიონის თეატრების რეპერტუარში.
ტყიბულის თეატრის სცენაზე ეს რეჟისორის პირველი ნამუშევარია და წლის ბოლომდე ის კიდევ გეგმავს აქ ერთი პრემიერის გამართვას.
როგორც თეატრის დირექტორმა ლალი კუბლაშვილმა განაცხადა-„აღსანიშნავია რომ პერიფერიული თეატრები ძნელად ეჭიდებიან მსგავსი სირთულის დრამატურგიულ მასალას,ფაქტი იმისა რომ “ანტიგონე“იდგმება ტყიბულის თეატრის სცენაზე ეს უკვე წარმატებაა.
პრემიერას თეატრის მოყვარულები,მოწვეული სტუმრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.