როგორც ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობა იუწყება მიმდინარე წლის 5 ნოემბერს ტყიბულში სახალხო დღესასწაული „ტყიბულქალაქობა-2016“ გაიმართება.მათივე ინფორმაციით ამდღეს დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიებები:

12:00 სთ -რეაბილიტირებული სკვერის გახსნა ახობაძის ქუჩაზე

12:00 სთ – საბავშვო-ბაღის აღსაზრდელთა კონცერტი ( ახლად გახსნილ სკვერში)

12: 30 სთ – რეაბილიტირებული სკვერის გამწვანება – ხე-მცენარეების დარგვა

13:00 სთ – სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა და პედაგოგთა ნამუშევრების გამოფენა- გაყიდვა (თეატრის მიმდებარე ტერიტორია)

13:30 სთ- გამსახურდიას ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსების შიდა ეზოების დათვალიერება

14:00 სთ – ღია ცის ქვეშ ეთნოგრაფიული ოკრიბის წარმოსახვა – ტყიბულის-მუნიციპალიტეტის ადმინიდსტრაციული ერთეულებისათვის დამახასიათებელი ფოლკლორისა და სამზარეულოს წარმოჩინება (სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)

16:00 სთ – საზეიმო კონცერტი და ტყიბულის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონიალი (სპორტის სასახლე).

როგორც მუნიციპალიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი საზეიმო დასკვნით კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ – თემურ წიკლაური, ვახტანგ ტატიშვილი, ნუგზარ კვაშალი, ზურაბ კობეშავიძე, ნუგზარ ერგემლიძე, ზურაბ მანაგაძე, ბესიკ კალანდაძე, მაკა ქაჯაია, ზურაბ დოიჯაშვილი და ბიძინა მახარაძე.