სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტის (DVV International) საქართველოს ოფისის ორგანიზებით, სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის ადმინისტრაციის და ქ. ამბროლაურის მერიის მხარდაჭერით, ქ. ამბროლაურში ახალი საგანმანათლებლო ცენტრი გაიხსნა.

ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულება ზრდასრულთა განათლების სფეროს განვითარება–გაძლიერება და პროფესიული კადრების ჩამოყალიბების ხელშეწყობა იქნება.
განათლების ახალი ცენტრი საშუალებას მისცემს დაინტერესებულ პირებს უფასოდ აიმაღლონ კვალიფიკაცია სხვადასხვა მიმართულებით და შრომის ბაზარზე გახდნენ კონკურენტუნარიანი კადრები. გარდა ამისა შეიქმნება 10–მდე სამუშაო ადგილი, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება.
პროექტს რეგიონში არასამთავრობო ორგანიზაცია ,,რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის თვითმმართველობის რესურსცენტრი“ განახორციელებს.
ზრდასრულთა განათლების პირველი ცენტრები საქართველოში 2006 წელს DVV International საქართველოს ოფისის მიერ დაარსდა. ახალციხეში, ახალქალაქში, დაბა ჯვარში, სენაკში, ქედაში, ჩოხატაურში, ლაგოდეხში, ლელიანში, კოდაში, შაუმიანში .
არსებულ ზრდასრულთა განათლების ცენტრებს 10 ნოემბერს ქ. ამბროლაურში მეათე ზრდასრულთა საგანმანათლებლო ცენტრი შეემატა, სადაც ბენეფიციარებს შესაძლებლობა ექნებათ იროვნული განვითარებისა და როფესიული განათლების კურსები გაიარონ და სხვადასხვა სოციალურ, კულტურულ თუ სამოქალაქო აქტივობებში ჩაერთონ.