თერჯოლაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა, სახელწოდებით „მოდი ვითამაშოდ ერთად“.

ღონისძიება თერჯოლის პირველ საჯარო სკოლაში ჩატარდა და მასში 18 წლამდე 40 შშმ პირი მონაწილეობდა- თერჯოლის,ზესტაფონის და ხარაგაულის დღის ცენტრებიდან.მათთან ერთად ღონისძიებაში ჩართული იყვნენ 18 წლამდე ასაკის ორმაცდაათამდე მოხალისე ტყიბულის და თერჯოლის მუნიციპალიტეტებიდან.
ღონისძიების ერთერთი ხელმძღვანელის “ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდის“ დირექტორის ზაზა გოჩელაშვილის ინფორმაციით – ღონისძიება აშშ „მშვიდობის კორპუსის“ და „მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისათვის“ ორგანიზებით გაიმართა. მას პარტნიორობა გაუწია „ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდმაTDDF“, თერჯოლის პირველმა საჯარო სკოლამ და თერჯოლის მოსწავლე-ახალგაზრდობის მუნიციპალურმა ცენტრმა. რომელსაც კოორდინაციას უწევდა მშვიდობის კორპუსის 26 მოხალისე და მაკლეინის ასოციაციის 5 თანამშრომელი რომლის მიზანიც არის შშმ პირების საზოგადოებაში ადაპტაციის ხელშეწყობა, სტრეოტიპების რღვევა და შშმ ადამიანების უფლებების თანასწორობის, ღირსების პატივსცემა“.
დღის განმავლობაში გაიმართა სპორტული და კულტურული, ასევე სხვადასხვა გასართობი აქტივობები. ახალგაზრდებმა დაამტკიცეს, რომ ჩვენ ყველანი თანასწორები ვართ და შეზღუდული შესაძლებლობები არარსებობს“. განაცხადეს ღონისძიების ორგანიზატორებმა.