26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე სოფელ ცუცხვათშიც იზეიმეს. ეს დღეს ტყიბულის მაჟორიტარმა დეპუტატმა ელისო ჩაფიძემ და ,,ქართული ოცნების” მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატმა რობიზონ გვენეტაძემ სოფელის მოსახლეობასთან ერთად აღიშნა.

ელისო ჩაფიძემ და რობიზონ გვენეტაძემ საზეიმო ვითარებაში საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში გარდაცვლილთა მემორიალი გახსნეს და მოსახლეობას სიტყვით მიმართეს. მათ ასევე სოფლის მოსახლეობას ცუცხვათის მაჟორიტარი კანდიდატი გაგა ჩიხლაძე წარუდგინეს.

მოგვიანებით ცუცხვათის სასოფლო კლუბში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო კონცერტი გაიმართა, რომელსაც სხვა მოწვეულ სტუმრებთან ერთად ელისო ჩაფიძეც დაესწრო.

ელისო ჭანტურიძე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *