წყალტუბოში „26 მაისის“ სახელობის სტადიონზე პირველი ლიგის 2016 წლის სეზონის პლეი-ოფის ფინალური მატჩი გაიმართა, რომელშიც ტყიბულის „მეშახტე“ და წალენჯიხის “სქური“ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.

საფეხბურთო მატჩის პირველი ტაიმი ფრედ 0:0 დამთავრდა, მეორე ტაიმის 64 -წუთზე კი „მეშახტე“ ს გუნდის საუკეთესო ბომბარდირმა ნიკოლოზ ხინთიბაძემ დააწინაურა, მეორე გოლი 67-ე წუთზე გიორგი ყურულაშვილმა გაიტანა და საბოლოო ანგარიში 2:0 დააფიქსირა. „მეშახტე“(ტყიბული) 2:0 „სქური“(წალენჯიხა).

ამ გამარჯვებით ტყიბულის „მეშახტე“ 2017 წლის საფეხბურთო სეზონში პროლიგა 2-ში იასპარეზებს.

როგორც საფეხბურთო კლუბ „მეშახტე“ს ფან-კლუბის წარმომადგენელმა გვითხრა -„ფეხბურთის განვითარების პროგრამის მიხედვით პირველ ლიგას ახალი სეზონიდან პროლიგა 2 ეწოდება, რომელშიც 10 გუნდი მიიღებს მონაწილეობას:ტყიბულის “მეშახტე”, წყალტუბოს “სამგურალი”, მარტვილის “მერანი”, რუსთავის “რუსთავი”, თბილისის “ვიტ-ჯორჯია”, გაგრის “გაგრა”, ზუგდიდის “ზუგდიდი”, ლანჩხუთის “გურია”, ცხინვალის “ცხინვალი”, ბოლნისის “სიონი”.