ტყიბულში „ოლეგ ფანჩულიძის კუნგ-ფუ ს სკოლის“დარბაზში ტრადიციული“გელა გიორგაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი „კუნგ-ფუში“ გაიმართა.

ტურნირში მონაწილეობდნენ:ზესტაფონის 2 გუნდი,ხარაგაულის კლუბი,თერჯოლის სკოლა,ამბროლაურის ნაკრები,საზანოს და ძევრის გუნდები.ასევე ტყიბულის „კარატეს სკოლა“ხელმძღვანელი ლევან კუბლაშვილი,“ოლეგ ფანჩულიძის კუნგ-ფუს სკოლა“ხელმძრვანელები ოლეგ ფანჩულიძე და ლაშა ცქიფურიშვილი.

შეჯიბრში მონაწილეობას 74 სპორტსმენი ვაჟები და გოგონები იღებდნენ, რომლებიც 15 წონით კატეგორიაში იყვენენ გადანაწილებული.

ღონისძიების ორგნიზატორების ინფორმციით,გუნდურ პირველ ადგილზე 12 ჩემპიონით გავიდა ტყიბულის სპორტული ცენტრის კუნგ-ფუ ს გუნდი.
კუნგ-ფუ ს სკოლიდან ჩემპიონები გახდნენ: ლუკა ბარბაქაძე, ნიკა ბარბაქაძე, საბა გელაძე, გიორგი ყიფიანი, გიორგი ჭიჭიკოშვილი, ლუკა ლანჩავა, ლუკა ქაშიბაძე,გიორგი გორგიძე, ნიკა ბუბაშვილი, საბა აბესაძე, ბაჩუკი დიხამინჯია და ლევანი ცნობილაძე.
გუნდურ მეორე ადგილზე, 5 ჩემპიონით გავიდა ხარაგაულის გუნდი. ხოლო მესამე ადგილზე 4 ჩემპიონით გავიდა ზესტაფონის კლუბი „ავაზა“.
როგორც ღონისძიების ორგანიზატორები აცხადებენ,ყველა ჩემპიონი და პრიზიორი დაჯილდოვდა მედლებით და დიპლომებით.