თერჯოლის მუნიციპალიტეტი ახალ 2017 წელს გამგეობის ადმინისტრაციული შენობის წინ,ადგილობრივი მხატვრული კოლექტივებისა და შემსრულებლების მონაწილეობით დაგეგმილი კონცერტით შეხვდება.

ღონისძიება 31 დეკემბერს 19 საათზე დაიწყება და ფოირვერკით დასრულდება.

გარდა ამისა,როგორც Topnews.com.ge-ს თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს 2017 წლის 8-15 იანვარს თერჯოლის სპორტის სასახლეში გაიმართება საახალწლო სპექტაკლი – სულ 12 წარმოდგენა,ხოლო ერთი კვირის მანძილზე მუნიციპალიტეტის მასშტაბით სპექტაკლს ნახავს და საჩუქარს მიიღებს 2 553 ბავშვი.

Topnews.com.ge-ს ინფორმაცია და ფოტო მასალა.