ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი ელისო ჩაფიძე წინასაარჩევნო კამპანიიის ფარგლებში მინდელის სახელობის შახტის მეშახტეებს შეხვდა.

წინასაარჩევნო შეხვედრაზე მან მეშახტეებს ,,ქართული ოცნების” მუნიციპალლიტეტის გამგებლობის კანდიდატი რობინზონ გვენეტაძე და ქალაქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თამაზი კუბლაშვილი გააცნო.

დეპუტატმა მეშახტეებთან ახალ ინიციატივებსა და მომავალ გეგმებზეც ისაუბრა და მათ ,,ქართული ოცნების” კანდიდატების მხარდაჭერისაკენ მოუწოდა.

კანდიდატებმა კი მეშახტეების პრობლემები და მოსაზრებები მოისმინეს და დასმულ კითხვებს უპასუხეს.

ელისო ჭანტურიძე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *