ტყიბულში „კუნგ-ფუ“ს სკოლის დარბაზი 1989 წლიდან ფუნქციონირებს, სადაც მრავალი ახალგაზრდა აღიზარდა სპორტული ცხოვრებით.

სკოლის აღსაზრდელები ყოველწლიურად მონაწილეობენ როგორც საქართველოში,ასევე უცხოეთში გამართულ შეჯიბრებებში,სადაც თავიანთი ქალაქის სახელით ასპარეზობენ და მშობლიურ ქალაქში გამარჯვებული ბრუნდებიან.

სკოლა დღემდე აგრძელებს ბავშვების აღზრდას, კვალიფიციური სპორტსმენის საქართველოს სანდას ფედერაციის პრეზიდენტის ოლეგ ფანჩულიძის ხელმძღვანელობით,რამდენიმე პროფესიონალ პედაგოგთან ერთად.

ოლეგ ფანჩულიძის ინფორმაციით სკოლის დარბაზს დახმარება ესაჭიროება და ამასთან დაკავშირებით ის განცხადებას საკუთარ ფეისბუქ გვერდზე აქვეყნებს,სადაც დახმარების თხოვნით საზოგადოებას მიმართავს.გთვაზობთ განცხადების ტექსტს უცვლელად:
„მეგობრებო მოგესალმებით!

თქვენი დახმარება მჭირდება.განსაკუთრებით ყველა ჩემი მოსწავლის,ვინც როდესმე ვარჯიშობდა ჩვენს “კუნგ-ფუ”ს დარბაზში.მოხდა ისე,რომ დარბაზი დარჩა ლეიბების გარეშე.და მათ გარეშე ძალიან ძნელია სავარჯიშო პროცესის გამართვა და მომავალი ჩემპიონების აღზრდა.

გთხოვთ და დიდად მადლიერი დაგრჩებით მეც და ჩემი შეგირდები,თუ შეძლებისდაგვარად დაგვეხმარებით ტატამის შეძენაში. ან მოგვაწოდებთ ამ საკითხთან დაკავშირებით სასარგებლო ინფორმაციას. გვესაჭიროება დაახლოებით 2000(ორიათასი) ლარი.

ანგარიშის ნომერია:
GE24LB0115157824253000 / LBRTGE22. ლიბერთი ბანკში. საქართველოს “კუნგ-ფუ”ს ფედერაცია.
მობ:593 32 65 13 ოლეგი

ყველა შემომწირავის სახელი და გვარი დაიბეჭდება და გამოიკვრება ჩვენს დარბაზში.
წინასწარ დიდი მადლობა“.ნათქვამია განცხადებაში.