საქართველოს პარლამენტის წევრის, თერჯოლისა და ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატის ელგუჯა გოცირიძის ბიურომ ტყიბულში და თერჯოლაში ფუნქციონირება დაიწყო.

დეპუტატის ბიუროს თანმშრომლები ღია კონკურსის წესით შეირჩა. ტყიბულის ბიუროში სამი თანამშრომელი იმუშავებს, თერჯოლის ბიუროში ორი. რომლებიც ყოველდღიურად შეხვდებიან მოსახლეობას და მათ პრობლემების გადაჭრაში კომპენტეციის და შესაძლებლობის ფარგლებში დაეხმარებიან.

ორივე ბიუროს ხელძღვანელად ვალერი ლილუაშვილი დაინიშნა, რომელიც ძირითადად თერჯოლის ბიუროში ნინო ჯანელიძესათან ერთად იმუშავებს.
ტყიბულის ბიუროს უფროსი ნიკა წიქრიძეა და მასთან ეთად ბიუროში ხატია ბეროძე და ცოტნე ჯანელიძე მუშაობს.

ბიუროები მოქალაქეებისთვის დილის 10 საათიდან საღამოს 18 საათამდე მუშაობს და ასევე შესაძლებელია დაკავშირება ტელეფონით.

ტყიბულის ბიურო,მისამართი: ტყიბული კარლო ლომაძის მოედანი N3 გამგეობის ადმინისტრაციული შენობის მესამე სართული ტელ-მობ:597 05 88 22

თერჯოლის ბიურო,მისამართი: თერჯოლა ჭანტურიას ქუჩა N7 საკრებულოს ადმინისტრაციული შენობის მესამე სართული. ტელ:0491 244514 მობ:599374911

ვალერი ლილუაშვილი 1978 წლის 6 აგვისტოს დაიბადა ზესატფონში.1985-1996 წლებში სწავლობდა თერჯოლის N1 საშუალო სკოლაში.
valeri liluashvili
2001 წელს დაამთავრა ქუთაისის აკაკი წერითლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდილი ფაკულტეტი – სპეციალობით სამართალმცოდნეობა. 2001-2002 წლებში მსახურობდა სამხედრო სავალდებულო სამსახურში.
2002-2005 წლებში მუშაობდა საქართველოს ადვოკატთა კოლეგიის გლდანი -ნაძალადევის ადვოკატურაში – ადვოკატად. 2005- 2009 წლებში იყო საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი ადვოკატი. 2009-2010 წლებში შ.პ.ს“კავკასავტომაგისტრალის“ იურისტი.
2012 წელს საპარლამენტო არჩევნებზე იყო კოალიცია(ბიძინა ივანიშვილი -ქართლი ოცნება)თერჯოლის საარჩევნო შტაბის N49/02 საარჩევნო უბნის კოორდინატორი.2013 წელს კოალიცია „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატ გიორგი მარგველაშვილის თერჯოლის რაიონის შტაბის შიდა კონტროლის სამსახურის უფროსი. 2014 წლიდან დღემდე არის რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ადმინისტრაციული სამსახურის მთავარი იურისტი. ჩაბარებული აქვს პროკურატურის, ადვოკატურის და მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდები და მიღებულ აქვს შესაბამისი სერთიფიკატები.ფლობს ქართულ და რუსულ ენებს.

ნინო ჯანელიძე 1978 წლის 22 ნოემბერს თერჯოლაში დაიბადა.1986-1994 წელებში სწავლობდა თერჯოლის რაიონის ქვედა სიმონეთის 1 საშუალო სკოლაში,1994-1996 წელს ქუთაისის ჰუმანიტარულ ინსტიტუტში.
nino janelidze
2010 წელს წარჩინებით დაამთავრა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი.
2010 წელს სწავლობდა თბილისის პოლიტიკურ სწავლების სკოლაში და პროექტის „საქართველო ევროპის საბჭო-დემოკრატია და სამოქალაქო საზოგადოება“ სტაჟირება გაიარა სტრასბურგში.ასევე არის სხვადასხვა მედია კონკურსის გამარჯვებული.
2002-2004 წლებში მუშაობდა ტელერადიოკომპანია „რიონში“ კორესპოდენტად და პასუხისმგებელ რედაქტორად; 2005-2009 წლებში გაზეთ „P.S” ში კორესპოდენტად და პასუხისმგებელ რედაქტორად; 2009-2015 წლებში „ტაოპრივატბანკში“პიზიკური პირების მომსახურების სპეციალისტად; 2015-2016 წლებში სადაზღვეო კომპანია „ჯიპი აი ჰოლდინგში“ საცალო გაყიდვების სპეციალისტად; 2016 წელს სს „პროგრესბანკში“ ცენტრალური არქივის ხელმძღვანელად.
ფლობს ქართულ,ინგლისურ და რუსულ ენებს.

ნიკა წიქრიძე 1994 წლის 9 იანვარს ტყიბულში დაიბადა.2012 წელს დაამთავრა ტყიბულის N1 საჯარო სკოლა. 2012-2016 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პოლიტიკის მეცნიერების ბაკალავრიატზე. 2016 წლიდან აგრარული მეცნიერების ფაკულტეტზე. ექვსი წლის განმავლობაში იყო სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წევრი-მოხალისე. არის „iris-group managing diversity“-ის პროგრამის ალუმნი და სერთიფიცირებული მენტორი.
2013 წელს იყო ახალგაზრდული პარლამენტის წევრი. 2012-2016 წლებში აქტიურად იყო ჩართული საარჩენო პროცესებში არასმთავრობო ორგანიზაციებიდან “საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო“ და „საარჩევნო გარემოს განვითარების ცენტრი“დან.
მუშაობდა სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტში პროგრამის შემფასებლად, სხვადასხვა ორგანიზაციებში პროექტების ხელმძღვანელად. ასევე კვლევით ორგანიზაციებში მკვლევარად. არის ორმოცდაათამდე პროექტის მონაწილე, ავტორი და თანაავტორი. გავლილი აქვს სტაჟირების პროგრამები როგორც სახელმწიფო ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებში.
ფლობს ქართულ,ინგლისურ და გერმანულ ენებს.

ხატია ბეროძე დაიბადა 1990 წლის 11 ივნისს თბილისში. 2007 წელს დაამთავრა ტყიბულის მუნიციპალიტეტის კურსების საჯარო სკოლა.2012 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის იურიდიული ბაკალავრიატი.
2012-2014 წელებში სწავლობდა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე-სოციალური მეცნიერება,ბიზნესი და სამართალმცოდნეობა,მიღებული აქვს მაგისტრის ხარისხი.
2015 წლიდან დღემდე მუშაობს „ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდში“ სამართლის საკვირაო სკოლის ხელმძღვანელად. 2015 წლის სექტემბრიდან 2017 წლამდე მუშაობდა ტყიბულის მუნიციპალიტეტის კურსების ადმინისტრაციულ ერთეულში- სპეციალისტად.

2012-2014 წლებში მუშაობდა ადვოკატის თანაშემწედ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალში. 2008-2009 წლებში გამომძიებლის თანაშემწედ „საქართველოს შეირაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში“.
2012-2014 წლებში იყო „საქართველოს ახლაგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდის სტიპედიანტი. ასევე გავლილი აქვს პროფესიული სწავლების ტრენინგები.
ფლობს ქართულ, ინგლისურ, თურქულ და რუსულ ენებს.
2013 წლიდან არის „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წევრი.

ცოტნე ჯანელიძე დაიბადა 1992 წლის 15 სექტემბერს თბილიში.2010 წელს დააამთავრა ტყიბულის N 1 საჯარო სკოლა.
2014 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრიატი. 2016 წელს პოლიტიკის და მეცნიერების მაგისტრატურა.
2014 წელს გაირა სასწავლო პრაქტიკა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. ასევე გავლილი აქვს სხვადასხვა პროფესიული ტრენინგები და მიღებული აქვს სერთიფიკატები. 2012-2016 წლებში იყო დამკვირვებელი და კომისიის წევრი საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე.
ფლობს ქართულ,ინგლისურ,რუსულ და გერმანულ ენებს.