20 მაისს ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ სოჩხეთში „კოხინჯრობის“ დღესასწაული იზეიმეს. სოფლის დღესასწაულთან დაკავშირებით სოჩხეთის იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძარში საზეიმო წირვა-ლოცვა აღევლინა.

საზეიმო ღვთისმსახურებას სხვა მოწვეულ სტუმრებთან ერთად ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი ელისო ჩაფიძე, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გოდერძი ცნობილაძე და ტყიბულში „ქართული ოცნების“ გამგებლობის კანდიდატი რობინზონ გვენეტაძე ესწრებოდნენ.

მოგვიანებით სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ შეხვედრა გაიმართა სოჩხეთის საჯარო სკოლის პედაგოგებთან. სადაც დეპუტატმა მასწავლებლებს მომავალი გეგმები გააცნო და მათგან სოფელსა და სკოლაში არსებული პრობლემები მოისმინა.

ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი ამ დღეს სოციალურად დაუცველ ოჯახებშიც იმყოფებოდა.

ელისო ჭანტურიძე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *