საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, “ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ35-კმ72 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე ზვავსაშიშროების რეჟიმი მოიხსნა,

საავტომობილო გზების დეპარტამენტის სამსახურების მიერ ჩატარდა გაწმენდითი სამუშაოები და მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.

ამ ეტაპზე, თოვლისა და ლიპყინულის გამო, აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია”. ნაქვამია უწყების განცხადებაში.