ტყიბულის შახტაში სადაც 1500 მეშახტეა დასაქმებული და ქვანახშირის მოპოვება გადამუშაავება მიმდინარეობს მუშაობა განახლდა.

“საქნახშირში“ საწარმოო პროცესი გადაიარაღების გამო ნაწილობრივ შეჩერებული იყო. როგორც “საქნახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფში“ გვითხრეს, კომპანიამ შახტაში მიმდინარე წლის იანვარში მაშტაბური სარემონტო სამუშაოები განახორციელა, სამუშაოების დიდი წილი შრომითი უსაფრთხოების მიზნით განხორციელდა.

საწარმოს ინფორმაციით შეიცვალა 700 მეტრამდე სარკინიგზო მაგისტრალი, შეძენილი იქნა ახალი თანამედროვე ტექნიკა – გვირაბგამყვანი კომბაინი,ქანსატვირთი მანქანა,ფუჭი ქანის დამტვირთავი ჰიდრო ჩაქუჩი, 250 ნახშირის გადამტანი თვითმცლელი ვაგონი, 3 ახალი ელმავალი, 5 ნახშირის გადამტანი ავტომანქანა და მეშახტეებისათვის ახალი სპეც ტანსაცმელი, მთლიანად კომპანიაში 3 მილიონი ლარის გადაირაღება განხორციელდა“.
shaxta teqnika
ტყიბულის შახტაში თებერვლიდან საწარმო პროცესი სრული დატვირთვით აღდგა და დასაქმებულებს თანამეროვე ტექნიკის ათვისებაში უკრაინელი სპეციალისტები ეხმარებიან.