თბილისში ჭადრაკის სასახლეში დღეს დასრულდა ჭადრაკში „სასკოლო საქართველოს ჩემპიონატი“ 13 წლამდე მოჭადრაკეთა შორის, რომელიც 1 თებერვლიდან მიმდინარეობდა.

შეჯიბრში მონაწილეობდა საჭადრაკო კლუბ „ტყიბულის“ მოსწავლე დავით ცქიფურიშვილი, მოჭადრაკის მწვრთნელის იუზა დოლიძის ინფორმაციით – „დავითმა შეჯიბრში 9 შესაძლებლობიდან მოაგროვა 7 ქულა და გახდა საქართველოს ჩემპიონი ჭადრაკში. მან ამ გამარჯვებით მოიპოვა საგზური ჭადრაკის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად რომელიც მიმდინარე წლის აპრილში რუმინეთში გაიმართება“ განაცხადა დოლიძემ.

ასევე დავით ცქიფურიშვილი მონაწილეობდა იმერეთის საჭადრაკო ჩემპიონატში 14 წლამდე ასაკთა შორის,რომელიც მიმდინარე წლის იანვარში ქუთაისში გაიმართა და ის იმერეთის ჩემპიონი გახდა.