ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაცით – „ტყიბულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეს ახალი დირექტორი ჰყავს.

გულნაზ ტუკვაძე თანამშრომლებს ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა რობიზონ გვენეტაძემ წარუდგინა.

შეხვედრას საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ კუბლაშვილი, გამგებლის მოადგილე სოფიო ბოჭორიშვილი, აგრეთვე შიდა აუდიტისა და განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამასახურის უფროსები ესწრებოდნენ.

გამგებელმა ახალი ხელმძღავანელის წარდგენისას აღნიშნა, რომ გულნაზ ტუკვაძე არის გამოცდილი კადრი, რომელმაც მრავალი წელი გაატარა განათლების სისტემაში და კარგად იცნობს ამ სფეროს. ის აგრეთვ მუშაობდა მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში და იცის სამსახურის სპეციფიკა. რობიზონ გვენეტაძე დარწმუნებულია, რომ შრომითა და ერთიანი ძალისხმევით ბევრი კარგი საქმე გაკეთდება მოსწავლე-ახალგარდობის საკეთილდღეოდ.

გამგებელმა შეხვედრაზე ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მიმდინარე წელს დაგეგმილია მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის შენობის სახურავის რეაბილიტაცია და ამფითეატრის კეთილმოწყობა.

თანამშრომლებს შეხვედრაზე გულნაზ ტუკვაძემაც მიმართა და მათ საკუთარი ხედვები და მოსაზრებები გაუზიარა.
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ მოგვიანებით სასახლე დაათვალიერა და პირველ რიგში გასატარებელი ღონისძიებების გეგმა დასახა“.ნათქვამია ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის განცხადებაში,რომელსაც უწყება ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს.